საქართველოში 28 ასინქრონულძრავიანი ელმავალი გამოჩნდება

“საქართველოს რკინიგზა” 28 ახალ, ასინქრონულ ძრავიან ელმავალს შეიძენს.

როგორც საქართველოს რკინიგზიდან იუწყებიან “საქართველოს რკინიგზასა” და უმსხვილეს ჩინურ კორპორაცია CRRC შორის შესაბამისი ხელშეკრულება დღეს გაფორმდება.

დღესვე „საქართველოს რკინიგზასა“ და ქართულ-ჩინურ კომპანიას შორის ერთობლივი ქარხნის მშენებლობაზე გაფორმდება ხელშეკრულება.

ერთობლივი საწარმო დაფუძნებულია ჩინური მხრიდან CRRC-ის, ხოლო ქართული მხრიდან -BMI Partners და AS Group 1990-ის მიერ.

პროექტის ფარგლებში 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და ათასამდე ადამიანი დასაქმდება.