„აჭარა ტექსტილის“ დამკვეთებს ცნობილი ბრენდი New Balane შეემატება

მომავალი წლიდან ფოთში საფეიქრო საწარმო ამოქმედდება. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარა ტექსტილის“ მშენებლობას საფუძველი 4 ოქტომბერს ჩაეყარა და პროექტის დასრულება 6 თვეში იგეგმება.

საწყის ეტაპზე საწარმო 1 500 ადამიანს დაასაქმებს, ხოლო სრული სიმძლავრით ამუშავებისას 3 000-მდე ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი.

პროექტის ღირებულება 150 მილიონი დოლარია.

„აჭარა ტექსტილი“ ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: Nike, Puma, Lotto, Erima. ახლო მომავალში დამკვეთი კომპანიების რიცხვს New Balance და Under Armour შეემატება. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული.

კერძოდ კი საწარმოში დამზადებული პროდუქცია იგზავნება თურქეთში არსებული კომპანიის სათაო ოფისში, საიდანაც ხდება პროდუქციის გადანაწილება მსოფლიოს მასშტაბით.

კომპანია „აჭარა ტექსტილი“ უკვე ფლობს ორ სამკერვალო ფაბრიკას ბათუმსა და ქობულეთში.

თაია არდოტელი