საქართველოში ჩინეთის კომერციის მინისტრი ჩამოდის

საქართველოში დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრი გაო ხუჩენი ჩამოდის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გაო ხუჩენი საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ხელს მოაწერს მემორანდუმს ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ.

დაგეგმილია გაო ხუჩენის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პირველ ვიცე-პრემიერთან.