ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა

ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა.

კონკრეტულად, როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, COREPER-მა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა საკითხს, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე მოლაპარაკებები ევროკავშირის საბჭოში გაგრძელდეს.

"დღეს საბჭომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხთან დაკავშირებით. მხედველობაში მივიღეთ ქვეყანაში გატარებული რეფორმები. ევროკავშირის უმაღლეს პირებს სჯერათ, რომ რეფორმების გზა სწორია და წახალისებული უნდა იყოს. პრცესის დასასრულებლად ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

COREPER-ი მხარს უჭერს ევროკომისიის წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის 90 დღის განმავლობაში.

ევროკავშირის საბჭომ მხედველობაში მიიღო, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ძალაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების პარალელურად შევა.