ქიმიის დარგში ნობელის პრემია სამმა მეცნიერმა მოლეკულური მანქანების პროექტირებასა და სინთეზში მიიღეს

ქიმიის დარგში ნობელის პრემია ჟან-პიერ სავაჟმა, ბერნარდ ფერინგამ და ფრეზერ სტოდარტმა მოლეკულური მანქანების პროექტირებასა და სინთეზში მიიღეს.

ნობელის კომიტეტის წევრის ოლაფ რამსტრომის განმარტებით, მეცნიერებმა „მოლეკულურ დონეზე მოძრაობის მართვა აითვისეს“.

მანქანები, რომლებიც მეცნიერებმა შექმნეს, თმის ღერზე ათასჯერ მცირეა. მკვლევარებს მოლეკულების გაერთიანება შეუძლიათ, რაც მანქანის ძრავიდან დაწყებული უმცირესი ნაწილებით დასრულებული ყველა დეტალის პროექტირების შესაძლებლობას იძლევა.