თბილისის მეტროპოლიტენში „რუსთაველი-თავისუფლების“ მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებული იყო

თბილისის მეტროპოლიტენში „რუსთაველი-თავისუფლების“ მონაკვეთზე 15 წუთით მოძრაობა შეფერხებული იყო.

როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" განაცხადეს, მეტროპოლიტენის „რუსთაველი-თავისუფლების“ მონაკვეთზე 15-წუთიანი შეფერხება მოძრავმა შემადგენლობამ გამოიწვია.

„მემანქანემ შეძლო აღნიშნული შემადგენლობა ჩიხში გადაეყვანა, რის შემდეგაც მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე აღდგა“, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, შემთხვევა 15:15 საათზე მოხდა. მატარებლების მოძრაობა მეტროპოლიტენის „რუსთაველი-თავისუფლების“ მონაკვეთზე 15:30 საათზე აღდგა.