2017 წელს Apple განახლებულ iPad-ებს გამოუშვებს

კომპანია Apple პოპულარული ტაბლეტის მინი ვერსიაზე, სახელწოდებით iPad mini Pro მუშაობს.

Mashable-ის ინფორმაციით, ტაბლეტის მინი მოდელის ეკრანის დიაგონალი 7,9 დუიმი იქნება, ის ასევე აღიჭურვება ყველა იმ მახასიათებლით, რის გამოც Pro-ს (პროფესიონალური) სახელი აქვს მინიჭებული, მათ შორის გაუმჯობესებული 12-მეგაპიქსელიანი კამერა True Tone -ის განათებით.

გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ 9,7 დუიმიანი iPad Pro ჩანაცვლდება უფრო დიდი ზომის 10,1 დუიმიანი მოდელით. უნდა ითქვას, რომ 9,7 დიაგონალი iPad-ისთვის 2010 წლიდან სტანდარტული ზომაა.

წინასწარი ინფორმაციით, განახლებული iPad Pro-ს გაყიდვები 2017 წელს დაიწყება.

გავრცელებული ცნობებით, Apple ერთდროულად სამი ტაბლეტის წარმოებას აპირებს: iPad Pro 2 დიაგონალით 12,9 და iPad Pro დიაგონალით 10,5, მესამე კი ბიუჯეტური ვერსია იქნება.

კოკა კვირკველია