უკრაინა რუსეთში გამოცემული ზოგიერთი წიგნის იმპორტის აკრძალვას გეგმავს

უკრაინა რუსეთში გამოცემული ზოგიერთი წიგნის იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ ”ბიბისი” იუწყება. შესაბამის კანონმდებლობას უკრაინის უმაღლესი რადის დარგობრივმა კომიტეტმა დაუჭირა მხარი. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ვიაჩესლავ კირილენკომ დაადასტურა.

უკრაინის წიგნის ბაზრის დაცვის ინიციატივით მთავრობა გამოვიდა. ხელისუფლების ინიციატივით, ქვეყანაში ანტიუკრაინული რიტორიკის შემცველი წიგნები არ უნდა იყიდებოდეს. არის თუ არა წიგნი მსგავსი თემატიკის, სპეციალურად კომიტეტი განსაზღვრავს.

ვიცე-პრემიერი იმედოვნებს, რომ კანონპროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დამტკიცდება.