ეროვნულმა ბანკმა კიდევ 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე დღეს სებ-მა კიდევ 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3325 შეადგინა.