როგორ აპირებს კონკურენციის სააგენტო აღსრულების მექანიზმების გაძლიერებას?

კონკურენციის სააგენტომ მთავრობას ახალი კანონპროექტი წარუდგინა. ახალ კანონპროექტში ცვლილება აღსრულების ნაწილს, კონკრეტულად კი, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებულ კონცენტრაციებს შეეხება. იმისთვის, რომ კომპანიებმა დაჯგუფება კონკურენციის სააგენტოს გვერდის ავლით არ მოახდინონ, მას სანქცირების უფლება მიენიჭება. აღნიშნულ კანონპროექტს ახალი მოწვევის პარლამენტი განიხილავს.