სემეკმა მოქალაქეებს 71 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ ორ საჯარო სხდომაზე მოქალაქეებს 71 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა.

როგორც  სემეკი იუწყება, სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა, რომელთა უმრავლესობა მომხმარებლებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა. საჯარო სხდომაზე განსახილველი საკითხები წარმოადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა.

მათივე ინფორმაციით, დავები მოიცავდა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ კომპანიის მიერ მიღებულ დადგენილებებს, უსაფუძვლოდ განხორციელებულ დარიცხვებს, მრიცხველის საფასურს, ხანდაზმულ დავალიანებებს. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, მთლიანობაში ჩამოწერილმა თანხამ 71 801 ლარი შეადგინა.

,,იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც”, - აცხადებენ სემეკში.