დიმიტრი ქუმსიშვილი - აზერბაიჯანში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები არ იმოქმედებს ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებზე

აზერბაიჯანში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები არ იმოქმედებს ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებსა და ბრუნვაზე , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს აზერბაიჯანული სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მედია დაინტერესდა, რამდენად შეეხება ქართულ პროდუქციას აზერბაიჯანის მიერ ზოგიერთი სახეობის პროდუქციის იმპორტზე საბაჟო განაკვეთების გაზრდის გადაწყვეტილება.

„ჩვენ აზერბაიჯანთან გაგვაჩნია ორმხრივი და მრავალმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. შესაბამისად, ამ შეთანხმებების მიხედვით, საქართველოში ნაწარმოებ პროდუქციაზე ექსპორტის და იმპორტის გადასახადი არ გაიზრდება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.