ცესკო - ამ დროისთვის დათვლილია ხმების 63,4%

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 2 345 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 63,4 %-ს შეადგენს.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 49,92 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 26,7 % მიიღო.

ამ დროის მონაცემებით, 4,88 %-იანი მხარდაჭერა აქვს „პატრიოტთა ალიანსს“. ხმების 4,13 % მიიღო „თავისუფალმა დემოკრატებმა“, 3,04 % მიიღო „ლეიბორისტულმა პარტიამ“, 1,48 % კი „რესპუბლიკელებმა“.