ცესკო - ამ დროისთვის დათვლილია ხმების 66,1%

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 2 442 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 66,1 %-ს შეადგენს.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 49,75 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 26,72 % მიიღო.

ამ დროის მონაცემებით, 4,9 %-იანი მხარდაჭერა აქვს „პატრიოტთა ალიანსს“. ხმების 4,18 % მიიღო „თავისუფალმა დემოკრატებმა“, 3,06 % მიიღო „ლეიბორისტულმა პარტიამ“, 1,49 % კი „რესპუბლიკელებმა“.