მსოფლიოში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა რაოდენობა შემცირდა

მსოფლიოში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა, თუმც ამავდროულად ბევრ ქვეყანაში ქონებრივი უთანასწორობა გაიზარდა.

ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებთა რაოდენობა გლობალური მასშტაბით 100 მილიონი ადამიანით შემცირდა“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

გაერო-ს კლასიფიკაციით, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებად ითვლება ადამიანი, რომლის შემოსავალი დღეში 1.90 დოლარი ან ნაკლებია.