ცესკო - ამ დროის მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 49,65% მიიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 26,63%

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 2 602 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 70,48 %-ს შეადგენს.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 49,65 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 26,63 % მიიღო.

ამ დროის მონაცემებით, 4,95 %-იანი მხარდაჭერა აქვს „პატრიოტთა ალიანსს“. ხმების 4,27 % მიიღო „თავისუფალმა დემოკრატებმა“, 3,09 % მიიღო „ლეიბორისტულმა პარტიამ“, 1,52 % კი „რესპუბლიკელებმა“.