ცესკო-ს პირველადი მონაცემები რეგიონებიდან მაჟორიტარულ ოლქებში

ცესკო წინასწარ მონაცემებს უკვე აქვეყნებს. გთავაზობთ ამ დროის მონაცემებით, დათვლილი ხმების მიხედვით პირველად მონაცემებს სხვადასხვა რეგიონებიდან:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გორის 41-ე მაჟორიტარულ ოლქში 32,37%-ით "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ლიდერობს, მეორე ადგილს კი - 19,13%-ით "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი ირაკლი ალასანია იკავებს.

ამ დროის მონაცემებით, ხმათა 18,2% მიიღო დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ხოლო 17,03% - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ალექსი გოგლიძემ.

გორის მაჟორიტარულ ოლქში 41 უბნდიდან დათვლილია 17 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის არსებული შედეგების მიხედვით, გორში სავარაუდოდ არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

ხაშურის 43-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 33,01%-ით "თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" კანდიდატი სიმონ ნოზაძე ლიდერობს.

მაჟორიტარობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ვალერი გელაშვილმა ხმათა 20,3% დააგროვა, ხოლო როინ მახარობლიძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" - 17,24%. 43-ე მაჟორიტარულ ოლქში სულ 52 უბანია. აქედან ამ დროისთვის 10 უბნის შედეგებია დათვლილი.

მცხეთის 37-ე მაჟორიტარულ ოლქში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძეს 40.53%, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს 40,03% აქვს. შესაბამის მონაცემებს ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.

გარდა ამისა, "პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატმა კონსტანტინე მორგოშიამ ამომრჩეველთა ხმების 7.86% მიიღო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ბერიაშვილმა 6,08%, "დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისთვის" მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით მეზვრიშვილმა 2.03%, "ლეიბორისტული პარტიის" კანდიდტმა გიორგი გუგავამ 2,37%, "საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ვლადიმერ ბედუკაძემ კი 0.34%.

აღნიშნულ ოლქში ამ დროისთვის 45 უბნიდან დათვლილია 30 უბნის მონაცემები.

საჩხერის 53-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ 89.06% მიიღო.

გარდა ამისა, აღნიშნულ ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ცერცვაძემ 5.4%, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სამხარაძემ 1.75% მიიღო. საჩხერის 53-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 55 უბნიდან დათვლილია 53 უბნის მონაცემები.

რაც შეეხება პაატა კვიჟინაძეს, ის საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორების" წევრია და ზვიად ძიძიგურის პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენდა, თუმცა ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიით მიიღო.

ქუთაისის 49-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა კობა ნარჩემაშვილმა ხმათა 39,64% დააგროვა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიგი წერეთელმა - 36,21%.

აღნიშნულ ოლქში 43 უბნიდან დათვლილია 24 უბნის შედეგები. რაც შეეხება ქუთიასის 47-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი გენადი მარგველაშვილი 40,29%-ით ლიდერობს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიორგი თევდორაძემ კი ხმათა 29,17% დააგროვა. აღნიშნულ ოლქში 44 უბნიდან მონაცემები დათვლილია 30 უბანში.

ქუთაისის 48-ე მაჟორიტარულ ოლქში დათლილია 27უბნის მონაცემები 41-დან. წინასწარი შედეგებით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატმა დიმიტრი მხეიძემ ხმათა 45,85% დააგროვა, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ - 27,65%.

ხონისა და ვანის გაერთიანებულ 54-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი ლიდერობს.

54-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 60 უბნიდან დათვლილია

Advertisement

58 უბნის მონაცემები, რომლის თანახმადაც, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.13%, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ჯიბუხაიამ 22.48%, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარობის კანდიდატმა მელორ ტყეშელაშვილმა 11.95% მიიღო.

ზესტაფონის 52-ე მაჟორიტარულ ოლქში 44 უბნის შედეგების თანახმად, მეორე ტურია მოსალოდნელი. ზესტაფონის 52-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 46 უბნიდან 44 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ ამომრჩეველთა ხმების 43,97%, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ბეჟან ბუცხრიკიძემ 27,76 %, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ილია კოკაიამ 19,98%, "უსუფაშვილი - რესპუბლიკელების" მაჟორიტარობის კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა კი 2,53% მიიღეს.

საგარეჯოს 23-ე მაჟორიტარულ ოლქში, 17 უბნის შედეგების თანახმად, მეორე ტურია მოსალოდნელი. აღნიშნულ ოლქში ამ დროისთვის 50 უბნიდან დათვლილია 17 უბნის მონაცემები, რომელის თანახმადაც, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა რომან მუჩიაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 46.24%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 28.53%, "პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა კი 16.31% მიიღო.

მარტვილი - აბაშის გაერთიანუბულ 62 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ამ დროისთვის 59 უბნიდან 10 უბნის შედეგებია დათვლილი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელია 54.84%-ით ლიდერობს.

ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, ამ დროის მონაცემებით, აღნიშნულ ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაალ გოროზიამ ამომრჩეველთა ხმების 31,2%, "პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატმა კონსტანტინე გამსახურდიამ 5.04%, "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირინა თოფურიამ კი 3.11% მიიღო.

ოზურგეთის 59-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ლიდერობს. აღნიშნულ ოლქში სულ 49 უბანია, საიდანაც ამ დროისთვის 22 უბნის მონაცემებია დათვლილი. ამ მონაცემებით, არჩილ თალაკვაძე არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს. მას 54,52 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

მეორე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატრი დავით მჟავანაძე, რომელსაც ამ დროის მონაცემებით, მხარი 19, 48 %-მა დაუჭირა.

6,89 % აქვს "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატ თეიმურაზ სალუქვაძეს, 6,1 % - "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატ შოთა გოგიბერიძეს, ხოლო 6,09 % - "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატ ავთანდილ ჩხაიძეს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 66-ე მაჟორიტარულ ოლქში, 49 უბნიდან 14 უბნის შედეგები დათვალა, რომლის მიხედვითაც, პირველ ადგილს 50,08 %-ით "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია იკავებს.

მეორე ადგილზე - 43,02 %-ით არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი სანდრა რულოვსი. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ხმების 3,23 % მიიღო "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა ირაკლი ჩანგელიამ, 2,92 % კი - "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" კანდიდატმა.

მარნეულის 36-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი თამაზ ნავერიანი 58,57%-ით ლიდერობს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს ამომრჩეველთა 32,66%-მა მისცა ხმა. 36-ე მაჟორიტარულ ოლქში არსებული 46 საარჩევნო უბნიდან, ამ დროისთვის მხოლოდ 4 უბნის მონაცემები არის დათვლილი.

36-ე საარჩევნო ოლქის 48-ე უბანზე, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში გუშინ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ადამიანების ჯგუფმა საარჩევნო უბანი დაარბია და ყუთის გატაცება სცადა. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ბლოკ "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" მომხრეები ცდილობდნენ, "ნაციონალური მოძრაობა" კი მომხდარში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით კი, დაპირისპირება "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს შორის მოხდა.