ამ დროისთვის დათვლილია ხმების 72,74%

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 2 686 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 72,74 %-ს შეადგენს.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 49,55 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 26,63 % მიიღო.

ამ დროის მონაცემებით, 4,95 %-იანი მხარდაჭერა აქვს „პატრიოტთა ალიანსს“. ხმების 4,34 % მიიღო „თავისუფალმა დემოკრატებმა“, 3,1 % მიიღო „ლეიბორისტულმა პარტიამ“, 1,52 % კი „რესპუბლიკელებმა“.