უკრაინელი მილიონერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ქობულეთში მესამე ადგილზეა

ქობულეთის 71-ე მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატი ლეონიდ ჩერნოვეცკი მესამე ადგილზეა.

აღნიშნულ ოლქში პირველი ადგილი 15:00 საათის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა კობა ნაკაიძემ დაიკავა. მან 40,14%-ი მოიპოვა.

მეორე ადგილზე კი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ჯანსუღ ჯინჭარაძე 24,8%-ით გავიდა, ბოლო მონაცემებით, ამ ოლქში 48 უბნიდან 45-ის შედეგები უკვე დათვლილია. წინასწარი შედეგებით, ქობულეთის 71-ე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

იხილეთ ასევე