ვის აღმოუჩინა ფინანსური დარღვევები სახელმწიფო აუდიტმა?

არჩევნები დასრულდა და როგორც სახელმწიფო აუდიტის, ასევე არასამთავრობო სექტორის ყურადღების ცენტრში პოლიტიკური პარტიების დაფინანსება მოექცა.­

არჩევნები დასრულდა და როგორც სახელმწიფო აუდიტის, ასევე არასამთავრობო სექტორის ყურადღების ცენტრში პოლიტიკური პარტიების დაფინანსება მოექცა.­ რა შემოწირულობები მიიღეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა და რომელი პარტიები რა სამართალდარღვევების გამო დაისჯებიან? ხომ არ აფინანსებდნენ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული შპს-ები მმართველ პარტიას სახელმწიფო ფულით? შესაბამისად, რომელი მათგანი დაჯარიმდება? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "კვირის პალიტრას" სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი ესაუბრა:

- ფინანსური მონიტორინგის შედეგები­ 20 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. ამ თვეში­ (20 სექტემბრამდე არსებული მდგომარეობით) პარტიებმა 7 მილიონი ლარის­ შემოწირულობა მიიღეს. ამ მხრივ ისევ "ქართული ოცნება" ლიდერობს, მან შემომწირველებისგან 5 მილიონამდე ლარი მიიღო, მომდევნო ადგილს პოლიტიკურმა გაერთიანება "სახელმწიფო ხალხისთვის" იკავებს, რომელსაც მილიონ ორასი ათასი ლარი შესწირეს. მესამე და მეოთხე ადგილებს "პატრიოტთა ალიანსი" და "ნაციონალური მოძრაობა" ინაწილებენ, რომელთაგან პირველს - 300 ათასი, მეორეს კი 250 ათასი ლარი აქვს მიღებული.

- საკმაოდ მაღალია "სახელმწიფო ხალხისთვის" დაფინანსებაც. თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში ეს პოლიტიკური ძალა ხელოვნურად შექმნილ ფინანსურ პრობლემებზე ლაპარაკობდა.

- "სახელმწიფო ხალხისთვის" დაფინანსება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით საკმაოდ მაღალია. ჯამში ამ ბლოკის წევრებს საარჩევნო პერიოდში დაახლოებით 5 მილიონი ლარი აქვთ მიღებული. გარდა ამისა, აქტიურად იყენებდნენ "საქართველოს განვითარების ფონდს". თუკი დადასტურდა­ "საქართველოს განვითარების ფონდის" კავშირი პაატა ბურჭულაძის პარტიასთან, მისი დაჯარიმება მოგვიწევს.

- ანალოგიური ფაქტები სხვა პარტიებშიც არის?

- დიახ. ორგანიზაცია "თავადაზნაურთა­ საკრებულომ" "პატრიოტთა ალიანსის"­ ოფისის წინ ხალხს პროდუქტები დაური­გა.­ "საერთაშორისო გამჭვირვალობა­ - საქარ­თვ­ელო" თვლის, რომ ეს ქველმ­ოქმედება­ "პატრიოტთა ალიანსის" სასარგ­ებლოდ განხორციელდა. უკვე დავკითხეთ ზემოთ ხსენებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ია ბაგრატიონ-მუხრანელი. ის "პატრიოტთა ალიანსთან" საქველმოქმედო აქციის კავშირს უარყოფს, თუ საწინააღმდეგო ფაქტი დადასტურდა, "თავადაზნაურთა საკრებულოც" დაჯარიმდება. ანალოგიური ფაქტის გამო დავკითხეთ ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელმაც გორში მოსახლეობას ჰუმანიტარული პროდუქტი დაურიგა.

- არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, GDშ-ის გადაცემა, რომლის მეშვეობითაც წინასაარჩევნო პერიოდში ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუები გადიოდა, მმართველი პარტიის სასარგებლო შემოწირულობად უნდა ჩაითვალოს.

- მარეგულირებელმა კომისიამ რეკლამად არ ჩათვალა ეს გადაცემა და ჩვენ ამ ფაქტზე რეაგირებას მოკლებული ვართ. საქმეს ისიც ართულებს, რომ შესაძლოა, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან წინააღმდეგობაში მოვიდეთ.

- ყურადღება მიიქცია პარტიების ხელმძღვანელთა სოლიდური ანაზღაურების თემამაც...

- ამ თვალსაზრისით ისევ "სახელმწიფო­ ხალხისთვის" ლიდერს ყოველთვიური ხელფასი 12.500 ლარის ოდენობით აქვს განსაზღვრული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ბატონ პაატას­ პარტიიდან ეს თანხა (ხელფასის სახით) არ მიუღია. მას "საქართველოს განვითარების ფონდიდან" ერიცხებოდა ხელფასი, რაც ჯამში ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს. ­შედარებისთვის სხვა პარტიის ლიდერებისთვის განსაზღვრული ხელფასებიც შეგვიძლია განვიხილოთ. "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი გახლდათ და ამდენად, მას პარტიაში ანაზღაურება დანიშნული არა აქვს. "ნაციონალურ მოძრაობას" თავმჯდომარე არა ჰყავს­, აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი კი დეპუტატი გახლდათ და ხელფასს პარლამენტში იღებდა. "თავისუფალი დემოკრა­ტების" ხელმძღვანელს, ირაკლი ალასანიას­ აქვს ხელფასი 1.000 ლარის ოდენობით, რაც არ აუღია. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეს - 2.000 ლარი. ანაზღაურება არც მას აქვს აღებული. "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ხელმძღვანელს, ნინო ბურჯანაძეს საერთოდ არა აქვს განსაზღვრული­ ხელფასი. "პატრიოტთა ალიანსის" გენერა­ლურ მდივან ირმა ინაშვილს 850 ლარის ოდენობით აქვს ანაზღაურება, რასაც წინ­ასაარჩევნო პერიოდში ყოველთვიურად იღებდა. 

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 10 ოქტომბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად 

ეკა ასათიანი