„სამსუნგმა“ Galaxy Note 7-ის გაყიდვები დროებით შეაჩერა

სამხრეთკორეული კომპანია „სამსუნგი“ დროებით აჩერებს Galaxy Note 7-ის გაყიდვებს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვა, რომ შეცვლილ ბატარეებს კვლავ ხარვეზი აქვს.

თავის მხრივ, Galaxy Note 7-ის გაყიდვები შეაჩერა ამერიკულმა მსხვილმა რითეილერმა T-Mobile-მა მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის ბორტზე ერთ-ერთ მგზავრის სმარტფონი აალდა.

გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, დღეს დილით აზიის ბირჟაზე „სამსუნგის“ აქციები 1,5%-ით შემცირდა.

სმარტფონ Galaxy Note 7-ის ბატარეასთან დაკავშირებული ხარვეზის შესახებ ცნობილი სექტემბერში გახდა. 10 სექტემბერს აშშ-ის მთავრობასთან არსებული, სამომხმარებლო საქონლის უსაფთხოების კომისიამ მოუწოდა მომხმარებლებს, აღნიშნული სმარტფონების გამოყენებაზე უარი თქვან, რადგან მოწყობილობა აღჭურვილია თვითაალებადი ბატარეით.

11 სექტემბერს "სამსუნგმა" მომხმარებლებს Galaxy Note 7-ის ჩაბარებისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Samsung Galaxy Note 7-ის მფლობელები გააფრთხილა, ბორტზე ცეცხლის გაჩენის პრევენციის მიზნით, ფრენის დროს ტელეფონები გამორთონ.