წინასწარი მონაცემებით, 50-დან 44 მაჟორიტარულ ოლქში, მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 50 მაჟორიტარული ოლქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, 44-ში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან. კიდევ 6 მაჟორიტარულ ოლქში კი მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ „ქართული ოცნებისა“ და სხვა პარტიების, „ქართული ოცნებისა“ და დამოუკიდებელი კანდიდატები, ან „ნაციონალური მოძრაობისა“ და დამოკიდებელი კანდიდატი.

კერძოდ, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები ერთმანეთს შეებრძოლებიან შემდეგ ოლქებში:

თბილისი - ვაკის მე-2 მაჟორიტარულ ოლქში 48,95 %-ით ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბიძინა გეგიძე, რომელსაც 22,25 %-ით მიყვება „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია.

საბურთალოს მე-6 საარჩევნო უბანზე შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი 46,89 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სევდია უგრეხელიძე - 17,2%.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება კრწანისის მე-7 ოლქშიც, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ 48,23 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. ამომრჩეველთა 28,92%-მა მისცა ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ირაკლი აბესაძეს.

მეორე ტური გაიმართება ისნის მაჟორიტარულ ოლქებშიც. უფრო კონკრეტულად, მე-8 ოლქში კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - ირაკლი აბუსერიძე - 42,74 %, „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი ონიანი - 24,12 %.

ისნის მე-9 ოლქში: „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ჭიჭინაძე - 48,13 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ბესიკ კვიციანი - 27,37 %.

რაც შეეხება ისნის მე-10 ოლქს, მონაცემები ასეთია: „ქართული ოცნება“ - ბექა ნაცვლიშვილი - 45,07 %, „ნაციონალური მოძრაობა“ - ზაზა კედელაშვილი - 26,61 %.

სამგორის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში 47,45 %-ით ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მოსიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ირაკლი ნადირაძეს კი, რომელიც მეორე ადგილზე იმყოფება, მხარი ამომრჩეველთა 24,11 %-მა დაუჭირა.

არჩევნების მეორე ტური გაიმართება სამგორის მე-12 და მე-13 ოლქებშიც. პირველ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მარიამ ჯაშმა 42,58% მოაგროვა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით ჟღენტმა კი - 27,79 %, ხოლო მეორე შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შოთა ხაბარელმა 45,28 % მიიღო, „ნაციონალების“ კანდიდატმა გიორგი ხახნელიძემ კი - 25,52 %.

დიდუბის მე-15 ოლქში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი - 46,95 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ნაფეტვარიძე - 19,81 %.

რაც შეეხება დიდუბის კიდევ ერთ - მე-16 ოლქს, 47,03 % მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ივლიანე წულაიამ, 20,82 % კი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი დვალმა.

არჩევნების მეორე ტური გაიმართება ნაძალადევის მე-17, მე-18 და მე-19 ოლქებშიც. კერძოდ, მე-17 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა სოფიო კილაძემ ხმების 44,83 % მოაგროვა, მეორე ადგილზე გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მურმან თხელიძემ კი - 19,84 %. მე-18 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა 47,13 %-იანი მხარდაჭერა მიიღო, „ნაციონალების“ წარმომადგენელმა მამუკა გუგეშაშვილმა კი 25,39 %-იანი, ხოლო მე-19 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზაზა გაბუნიას მხარი ამომრჩეველთა 45,98 %-მა დაუჭირა, მეორე ადგილზე გასულ, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ლერი დემეტრაშვილს კი - 26,21 %-მა.

რაც შეეხება გლდანს, მე-20 ოლქში შედეგები ასე გამოიყურება: „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობა კობალაძე - 40,31 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ალექსანდრე ჩაფიჩაძე კი, რომელიც მეორე ადგილზეა, 24,56 %.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური იქნება გლდანის 21-ე მაჟორიტარულ ოლქშიც, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა ხმათა 49,22 % დააგროვა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სერგო რატიანმა კი 30,42 %.

არჩევნების მეორე ტური ინიშნება გლდანის კიდევ ერთ - 22-ე ოლქში. ამ შემთხვევაში მონაცემები ასე გამოიყურება: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან კობერიძე 44,75 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ბარამიძე - 25,61 %..

რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან, შემდგნაირად გამოიყურება: საგარეჯოს 23-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 50-ვე უბნის მონაცემები) - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი რომან მუჩიაშვილი 46.79%, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი 24.88%.

გურჯაანის 24-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 51-ვე უბნის მონაცემები) - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი - 43.46%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი - 32.11%.

თელავი/ყვარლის ნაწილი 27-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 47-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - ირაკლი სესიაშვილი - 41.62%, „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი ბოტკოველი - 35.39%.

ლაგოდეხის 26-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 53-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - გურამ მაჭარაშვილი 37.08%, „ნაციონალური მოძრაობა“ - გურამ კაკალაშვილი 23.58%.

ახმეტა/თელავის მუნიციპალიტეტის ნაწილი 28-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 50-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - გელა სამხარაული 47.23%, „ნაციონალური მოძრაობა“ - შაქრო ტერტერაშვილი 32.32%.

რუსთავის 29-ე მაჟორიტარული ოლქი (42 უბნიდან დათვლილია 41 უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - პაატა მხეიძე 44.88%, ნაციონალური მოძრაობა“ - მამუკა ჩიქოვანი 31.84%.

რუსთავის 30-ე მაჟორიტარული ოლქი (42 უბნიდან დათვლილია 40 უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - გიორგი ბეგაძე 46.97%, „ნაციონალური მოძრაობა“ - დავით კირკიტაძე 33.94%.

მარნეულის (ქალაქი, 10 სოფელთან ერთად) 36-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 46-ვე უბნის მონაცემები) „ნაციონალური მოძრაობა“ - აკმამედ იმამკულიევი 47.62%, „ქართული ოცნება“ - თამაზ ნავერიანი 43.66%.

კასპი/გორის ქვახვრელი 39-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 40-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - ირაკლი მეზურნიშვილი 45.64%, „ნაციონალური მოძრაობა“ - ნუგზარ ნონიაშვილი 22.9%.

გორის მუნიციპალიტეტის 42-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 52-ვე უბნისმონაცემები) „ქართული ოცნება“ - თენგიზ ხუბულური 41.77%, „ნაციონალური მოძრაობა“ - ბადრი ბასიშვილი 24.88%.

ახალციხე/ადიგენი 44-ე მაჟორიტარული ოლქი (53 უბნიდან დათვლილია 52 უბნის მონაცემები), „ნაციონალური მოძრაობა“ - ვაჟა ჩიტიშვილი 44.32%, „ქართული ოცნება“ - გიორგი კოპაძე 39.52%.

ქუთაისის (ბალახვანი) 47-ე მაჟორიტარული ოლქი (44 უბნიდან დათვლილია 43 უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - გენადი მარგველაშვილი 40.73%, „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი თევდორაძე 29.34%.

ქუთაისის 48-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 41-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - დიმიტრი მხეიძე 45.89%, „ნაციონალური მოძრაობა“ - აკაკი ბობოხიძე 27.41%.

ქუთაისის (ავტოქარხანა, ვაკისუბანი, სულხან-საბა) 49-ე მაჟორიტარული ოლქი (43 უბნიდან დათვლილია 42 უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - კობა ნარჩემაშვილი 40.18%, „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი წერეთელი 37.46%.

ხარაგაული/ბაღდათი/ზესტაფონის ნაწილი 51-ე მაჟორიტარული ოლქი (74 უბნიდან დათვლილია 73 უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - კობა ლურსმანაშვილი 47.07%, „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი რობაქიძე 26.4%.

ზესტაფონის 52-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 46-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - შალვა კიკნაველიძე 43.94%, „ნაციონალური მოძრაობა“ - ბეჟან ბუცხრიკიძე 27.92%.

ფოთის 61-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 43-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“- ირაკლი ხახუბია 47.86%, „ნაციონალური მოძრაობა“ - ბექა ბასილაია 26%.

სენაკი (აბაშის 3 სოფელი) 63-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 47-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - ირაკლი ბერაია 45.65%, „ნაციონალური მოძრაობა“ - კობა ნაყოფია 30.66%.

ხობის 64-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 47-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“- ირაკლი ბერაია 39.24%, „ნაციონალური მოძრაობა“ - მამუკა ჭოხონელიძე 31.17%.

ქალაქი ზუგდიდის 65-ე მაჟორიტარული ოლქი (43 უბნიდან დათვლილია 42 უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - მერაბ ქვარაია 38.09%, „ნაციონალური მოძრაობა“ - ლევან კონჯარია 31.21%.

ზუგდიდის 66-ე მაჟორიტარული ოლქი (49 უბნიდან დათვლილია 45 უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - ედიშერ თოლორაია 46.75%, „ნაციონალური მოძრაობა“ - სანდრა ელისაბედ რულოვსი 46.18%.

წალენჯიხა/ჩხოროწყუს 67-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 55-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - გოგა გულორდავა 43.26%, „ნაციონალური მოძრაობა“ - ლევან ქარდავა 32.87%.

ბათუმის (პორტი, ციხისძირი, ჩაქვი, მახინჯაური) 68-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 41-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - ფატი ხალვაში 41.2%, „ნაციონალური მოძრაობა“ - მირდატ ქამადაძე 32.81%.

ბათუმის 69-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 38-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - ლევან ბეჟანიძე 39.15%, „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი კირთაძე 27.63%.

ბათუმის (აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, გონიო, კვარიათი) 70-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 40-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - მუხრან ვახტანგაძე 42.08%, „ნაციონალური მოძრაობა“ - თეიმურაზ დუმბაძე 28.69%.

ქობულეთის 71-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 48-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - კობა ნაკაიძე 40.46%, „ნაციონალური მოძრაობა“ - ჯანსუღ ჯინჭარაძე 24.35%.

ხელვაჩაურის (ქედის 1 სოფელი) 72-ე მაჟორიტარული ოლქი (50 უბნიდან დათვლილია 49 უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - ილია ნაკაშიძე 42.5%, „ნაციონალური მოძრაობა“ - მიშა ბოლქვაძე 28.9%.

საქართველოს მასშტაბით 6 მაჟორიტარულ ოლქში კი ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და სხვა პარტიების, „ქართული ოცნებისა“ და დამოუკიდებელი კანდიდატები, ან „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი და დამოუკიდებელი კანდიდატი დაუპირსპირდებიან.

უფრო კონკრეტულად კი, თბილისში, მთაწმინდის 1-ელ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც პირველ ტურში 44,42 % მიიღო და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა რურუა, რომელსაც პირველ ტურში 26,92 % ხვდა წილად.

ქალაქი გორის 41-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 41-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - იოსებ მაკრახიძე 33.69%, „თავისუფალი დემოკრატები“ - ირაკლი ალასანია 19.38%.

ხაშურის 43-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 52-ვე უბნის მონაცემები) „თოფაძე - მრეწველები“ სიმონ ნოზაძე 31.96%, „ქართული ოცნება“ ვალერი გელაშვილი 20.11%.

მცხეთის 37-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 45-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“- დიმიტრი ხუნდაძე 41.23%, დამოუკიდებელი კანდიდატი - ცეზარ ჩოჩელი 39.75%.

ჭიათურის 56-ე მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 58-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - სულხან მახათაძე 34.35%, „თავისუფალი დემოკრატები“ - თეიმურაზ გაფრინდაშვილი 19.11%.

ლანჩხუთის (ჩოხატაური/ოზურგეთის 6 სოფელი) მე-60 მაჟორიტარული ოლქი (დათვლილია 78-ვე უბნის მონაცემები) „ქართული ოცნება“ - ნინო წილოსანი 47.06%, დამოუკიდებელი კანდიდატი - აკაკი ჩხაიძე 27.43%.

საბოლოო ჯამში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 50 ოლქში გაიმართება, საიდანაც 18 თბილისის, 32 კი რეგიონების ოლქია.