ტრამპის კუთვნილი კაზინო Trump Taj Mahal დაიხურა

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, ამერიკელი მილიარდერის დონალდ ტრამპის კუთვნილმა კაზინო Trump Taj Mahal-მა მუშაობა შეაჩერა.

როგორც Associated Press იტყობინება, 26 წლის წინ გახსნილი გასართობი კომპლექსი მუშაობას იმის გამო წყვეტს, რომ ვერ მოხერხდა პროფკავშირებთან შეთანხმების მიღწევა კაზინოს თანამშრომლებისთვის სამედიცინო და საპენსიო დახმარების აღდგენაზე.

გასართობი კომპლექსის დახურვის გამო სამსახურის გარეშე თითქმის 3 ათასი ადამიანი დარჩება.

Trump Taj Mahal-ი 2014 წლიდან ატლანტიკ სიტის რიგით მეხუთე კაზინო გახდა, რომელმაც ბიზნესიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.  ატლანტიკ სიტიში მხოლოდ 7 კაზინო გააგრძელებს მუშაობას.