რუსეთი და თურქეთი გაზსადენ „თურქული ნაკადის“ მშენებლობაზე შეთანხმდნენ

რუსეთი და თურქეთი გაზსადენ „თურქული ნაკადის“ მშენებლობაზე შეთანხმდნენ. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოეწერა სტამბოლში, ვლადიმერ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანის შეხვედრაზე.

როგორც „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, გაზსადენის მშენებლობის პირველი სტადიის დასრულება 2019 წლისთვის არის დაგეგმილი.

„თურქული ნაკადის“ მეშვეობით იგეგმება რუსული გაზის მიწოდება თურქეთში და საბერძნეთის საზღვრებამდე, შავი ზღვის გავლით.

თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტები სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ კონტაქტების გაძლიერებაზე სამხედრო და სადაზვერვო სფეროებში.

გარდა ამისა, რუსეთი თურქული ხილის ზოგიერთი სახეობის იმპორტზე არსებულ ემბარგოს მოხსნის.