ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3365 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3340 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0025 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5900 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6064 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0164 ლარი შეადგინა.