როგორი იყო საბჭოთა კავშირში ნოუთბუქი, ტაბლეტი და მობილური ტელეფონი (+ფოტო)

თანამედროვე ტექნიკა ერთ დღეში არ გამოუგონიათ, მათი პროტოტიპები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მზადდებოდა.

რა თქმა უნდა, მაშინდელი ტექნიკა ცოტა სხვაგვარად გამოიყურებოდა, ვიდრე დღეს.

მიკროტალღური ღუმელი

პირველი პროტოტიპი ჯერ კიდევ 1941 წელს დამზადდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომმა წლობით გადადო მისი წარმოება. შემდეგი მხოლოდ 1978 წელს დამზადდა, მაგრამ ფართო გასაქანი ვერ ჰპოვა, რადგან საკმაოდ ძვირი ღირდა - 350 მანეთი.

მობილური ტელეფონი

1957 წელს ინჟინერმა ლეონიდ კუპრიანოვმა გამოიგონა პირველი რადიოტელეფონი, რა თქმა უნდა ტელეფონს ეკრანი არ ჰქონდა, ნომერი დისკის მეშვეობით იკრიფებოდა, ამასთანვე 3 კილოგრამს იწონიდა.

კუპრიანოვმა შემდგომ დახვეწა მობილური ტელეფონი, წონაც შემაცირა, იგი ხელისგულზე ეტეოდა და ნომრები მინიატურული დისკით იკრიფებოდა.

ელექტრო-გამომთვლელი მანქანა

კომპიუტერის წინამორბედის წარმოება საბჭოთა კავშირში გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო. ეგმ-ს ძირითადად სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, უმაღლეს სასწავლებლებში და საწარმოებში იყენებდნენ. პერსონალური კომპიუტერები ოჯახებში მხოლოდ 80-იანი წლებიდან გამოჩნდა.

Электроника-ს სათამაშო კონსოლი

"აბა დამაცადე" - სუპერპოპულარული კომპიუტერული თამაში 80-იანი წლების მეორე ნახევარში შეიქმნა. თამაშის წარმოება 1984 წლიდან დაიწყო იაპონური კონცერნის, Nintendo-ს ტექნოლოგიის მიხედვით.

აუდიო პლეიერი

ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირში დაიწყო აუდიო პლეიერების წარმოება. თუმცა ფართო პოპულარობა მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს მოიპოვა, რადგან საკმაოდ ძვირი - 130 მანეთი ღირდა.

ტაბლეტი

1988 წელს კონცერნმა "Электроника"-მ დაიწყო მიკროკომპიუტერი Электроника МК-9-ის წარმოება, თანამედროვე ტაბლეტის პროტოტიპის.  თუმცა, რა თქმა უნდა, ეკრანი სენსორული არ ჰქონდა, სასურველი მონაცემის შეყვანა მინიატურული კლავიატურით ხდებოდა. შიდა მახსოვრობა საკმაოდ მოკრძალებული ჰქონდა 32 კბ-ი, სამაგიეროდ ფასი ჰქონდა ასტორონომიული - 3 500 მანეთი. ასე რომ, ამ მინიკომპიუტერს ძალიან იშვიათად ნახავდით ვინმეს ოჯახში.

ნოუთბუქი

პირველი საბჭოთა ნოუთბუქი "Электроника МС 1504" 1991 წელს დამზადდა. ჰქონდა 16 ბიტიანი პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება 640 კილობაიტი და 3,5 კილოგრამს იწონიდა.

იხილეთ ფოტოგალერეა