ტოკიოს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ტოკიოს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. კომპანია Tokyo Electric Power-ის ცნობით, ელექტროენერგიის გარეშე 350 ათასი საცხოვრებელი სახლია დარჩენილი. სპეციალისტები ამჟამად მომხდარის მიზეზებს არკვევენ.

როგორც „ბიბისი“ წერს, ადგილობრივი პრესა იტყობინება, რომ შუქნიშნების გათიშვის გამო ტოკიოს ქუჩებში პოლიციელები პატრულირებენ. ელექტროენერგიის გათიშვის გამო მატარებლების ნაწილის მოძრაობა შეფერხდა.

სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს, რომ ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი Tokyo Electric Power-ის ერთ-ერთ ობიექტზე გაჩენილი ცეცხლი გახდა.