ქართული კომპანია „პეტროკასი“, თურქული „დემორორენ გრუპი“ და რუსული „როსნეფტი“ ამიერკავკასიის სატრანზიტო კორიდორის გავლით ნავთობპროდუქტების მიწოდებას განახორციელებენ

წამყვანი თურქული პრესა ქართულ კომპანია “პეტროკასა” და უმსხვილეს თურქულ კომპანია “დემირორენ გრუპს” შორის სტამბოლის მსოფლიო ენერგეტიკულ კონგრესზე გაფორმებულ მასშტაბურ შეთანხმებას ეხმიანება.

როგორც კომპანია ”გალფში” განაცხადეს, შპს „პეტროკას ენერჯიმ” თურქულ კომპანია „დემირორენ გრუპ კომპანისა“ და ნავთობკომპანია „როსნეფტთან“ ერთად, 10 ოქტომბერს, სტამბოლში მიმდინარე მსოფლიო ენერგეტიკული კონგრესის ჩარჩოებში „ნავთობპროდუქტებით მომარაგების მთავარი პირობების შესახებ შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი.

მათივე შეფასებით, ეს შეთანხმება თავისი შინაარსით ისტორიული ხასიათისაა და მიზნად ისახავს ნავთობპროდუქტების მიწოდების განხორციელებას ამიერკავკასიის სატრანზიტო კორიდორის გავლით.

”სტამბოლში ჩატარებული მსოფლიო ენერგეტიკულ კონგრესზე გაფორმებული მასშტაბური ხელშეკრულების თანახმად, “როსნეფტსა” და “პეტროკასის” შუამავლობით სამხრეთ კაკასიის დერეფნის გამოყენებით, რუსეთისა და საქართველოს შავი ზღვისპირეთის პორტების მეშვეობით “დემირორენის ჯგუფის” 1 მილიონ ტონამდე ნავთობპროდუქტებით მომარაგების შესაძლებლობები განიხილება”, - წერს თურქული გამომცემლობა “მილიეთი” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

თურქული პრესა განმარტავს, რომ წინასწარი შეთანხმების განხორციელების შემთხვევაში, “პეტროკას ენერჯი ჯგუფს”, “დემირორენს” და “როსნეფტს” შესაძლებლობა აქვთ თურქეთის ბაზარზე ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე გახდნენ და მოწინავე პოზიციებზეც გავიდნენ.

ასევე თურქული პრესა აღნიშნავს თურქეთის ბაზრის გაფართოების შესაძლებლობასაც. “პეტროკას ენერჯი ჯგუფი” წარმოადგენს ტრანსნაციონალურ ჰოლდინგს, რომელიც კასპიის ზღვის რეგიონიდან - შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის გავლით ახორციელებს ნავთობპროდუქტებისა და ნავთობქიმიური შენაერთების გადაზიდვას, რეალიზაციას და განაწილებას.

შპს “პეტროკას ენერჯი” ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს რეგიონის მოთამაშეს ნავთობპროდუქტების ლოგისტიკის, ვაჭრობისა და საცალო გაყიდვების სფეროში. მის მფლობელობაშია “ჩენელ ენერჯი” (ტერმინალი), “ტეპკო ლიმიტედ” (ლოგისტიკა), “უტჯ” (სარკინიგზო გადაზიდვები), “პეტროკას ენერჯი” (მიწოდება და რეალიზაცია), “გალფ ენერჯი” (ბენზინ გასამართი სადგურების ქსელი, რომელიც 141 ბენზინგასამართ სადგურს მოიცავს. მთლიანად ჰოლდინგში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 3200 ადამიანს აღემატება.

“პეტროკას ენერჯის” 49% 2014 წელს შესყიდულ იქნა როსნეფტის მიერ. “პეტროკას ენერჯის” 51% აქციები და მართვა “პეტროკას ენერჯი ჯგუფის” განკარგულებაშია.

“როსნეფტი” რუსეთის ნავთობ ინდუსტრიის ლიდერი ჰოლდინგია და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კომპანიად ითვლება. “British Petrolium”-ის 19.75%-ის მფლობელი კომპანია, რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის “როსნეფტ გაზ ოჯსც”-ის აქციების 69.50%-ის მფლობელია. “დემირორენ ჰოლდინგს” ენერგიის წარმოების სამშენებლო ტურიზმის და მედია სექტორების მოღვაწეობის 60 წლიანი მდიდარი გამოცდილება გააჩნია. “დემირორენთან” დაკავშირებული კომპანიებიდან “მილანგას თურქიე” თხევადი გაზის პირველი მიმწოდებელი და ავტო გაზის სფეროში ლიდერი კომპანიაა. 2010 წელს კომპანია “მოლი” შევიდა ჰოლდინგის მფლობელობაში, ხოლო 2016 წელს “ტოტალ თურქიეც” გაერთიანდა ჰოლდინგში. “დემირორენი” საწვავის განაწილების ქსელით, ინფრასტუქტურითა და ტერმინალებით თურქეთის ენერგიის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა”, - აცხადებენ ”გალფში”.

მათივე განმარტებით, ხელმოწერილი შეთანხმების პირობების რეალიზება კომპანია „როსნეფტს“, მის პარტნიორს „პეტროკას ენერჯის“, რომელშიც „როსნეფტი“ 49% წილის მფლობელია, და კომპანია „დემირორენ გრუპს“ საშუალებას მისცემს, რათა საკუთარი პოზიციები გაიმტკიცონ ნავთობპროდუქტების ნეტო-იმპორტიორის და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლის მიხედვით რეგიონის ერთ-ერთი ლიდერის, თურქეთის ნავთობპროდუქტების ბაზარზე (საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2016 წლის შედეგებით, თურქეთის მშპ 3.8%-ით გაიზრდება).

”რესპუბლიკის ნავთობპროდუქტების შიდა ბაზარი ზრდის მაღალი პოტენციალის მატარებელია, რაც „როსნეფტს“ მომარაგების გაზრდის ფართო პერსპექტივებს უქმნის”, - აცხადებენ ”გალფში”.