ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე დღეს სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3525 შეადგინა.