eMarketer - პროგრამულ რეკლამაზე დანახარჯები 25,23 მილიარდ დოლარს მიაღწევს

პროგრამული რეკლამის (programmatic advertising) წილი ინტერნეტ რეკლამის ყველა სახეობის ბიუჯეტში 73%-მდე გაიზრდება.

კვლევითი კომპანია eMarketer-ის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს პროგრამულ რეკლამაზე დანახარჯები 25,23 მილიარდი დოლარი იქნება.

ამავე ანგარიშის მიხედვით, აშშ-ში პროგრამულ რეკლამაზე დანახარჯები წელს უკვე 40%-ით გაიზარდა, წინა წელთან შედარებით.

eMarketer-ის პროგნოზით, 2018 წელს აშშ-ში პროგრამული რეკლამის წილი 82%-მდე გაიზრდება.

„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინტერნეტ რეკლამის ბაზარი განსხვავებულია, ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ - programmatic რეკლამა მნიშვნელოვნად განაგრძობს ზრდას იქიდან გამომდინარე, რომ სულ უფრო მეტი სარეკლამო შეტყობინების ყიდვა-გაყიდვა მოხდება ავტომატიზირებული არხებით“, - აღნიშნავენ ანგარიშის ავტორები.

ისეთმა მსხვილმა რეკლამისდამკვეთებმა, როგორებიც Procter & Gamble და American Express არიან, გასულ წელს სარეკლამო ბიუჯეტი სწორედ programmatic-რეკლამისკენ მიმართეს. programmatic-რეკლამა სარეკლამო განცხადებას მხოლოდ იმ მომხმარებელს სთავაზობს, რომლებიც დაინტერესებული არიან კონკრეტული ნივთით და ყიდვის მიზნით ეძებენ მას. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ კომპანიამ შეაგროვოს მომხმარებელზე ინფორმაცია მომხმარებლის მიერ ვებგვერდების, სოციალურ ქსელებში მოწონებისა და მისი საძიებო მოთხოვნის საფუძველზე. სააგენტო Magna Global-ის ინფორმაციით, 2015 წელს ე.წ. პროგრამული ყიდვების მოცულობამ 29,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.