როგორ გამოიყურება "ახალი რაიონი" სოხუმში (+ფოტო)

სოხუმის „ახალი რაიონი“ ქალაქის გარეუბანში მდინარე გუმისთას მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს.

"ახალი რაიონის" ფოტოებს საკუთარ ბლოგზე რუსი ბლოგერი სტანისლავ კაზნოვი აქვეყნებს.

ავტორის თქმით, "ახალ რაიონს" გეტოსაც ადარებენ, სადაც შენობების უმეტესობა დანგრეულია. "ახალ რაიონში თქვენ ნახავთ მიტოვებულ, ნატყვიარებით სავსე შენობებს, დანგრეულ გზებს, ნახევრად დამწვარ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს. აქვე ხშირად შეხვდებით საბჭოთა წარმოების "ჟიგულებს". თუმცა იშვიათად ნახავთ ქუჩაში გამოსულ ხალხს.  ახალგაზრდების უმეტესობა კი ნარკოდამოკიდებულია", - წერს ავტორი.

იხილეთ ფოტოგალერეა