ნავთობის ფასი დაეცა

ლონდონისა და ნიუ იორკის ბირჟებზე ვაჭრობის შედეგად ნავთობის ფასი დაეცა.

ნიუ იორკის WTI მარკის ნავთობი 0,76%-ით გაიაფდა და ბარელზე 49,80 დოლარი შეადგინა.

0,39%-ით დაეცა „ბრენტის“ მარკის ნავთობი ფასი, რომელმაც ბარელზე 51,44 დოლარი შეადგინა.

ამასთან ერთად, ექსპერტები 2017 წლისთვის ნავთობზე ფასის ზრდას პროგნოზირებენ. ჰეჯ-ფონდ Andurand Capital Management-ის დამაარსებელი, ნავთობტრეიდერი პიერ ანდიურანის ვარაუდით, მომავალი წლის დასაწყისში ბარელი ნავთობის ფასი 60 დოლარს მიაღწევს, მოგვიანებით კი 70 დოლარამდე გაიზრდება.

მისი თქმით, ნავთობის ფასის ზრდას საუდის არაბეთის გადაწყვეტილება გამოიწვევს, რომლის თანახმად, ქვეყანა ნავთობის მოპოვების მოცულობას შეამცირებს.