„საქსტატი“- არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2015 წლის ბოლოსთვის 50,1 მლრდ ლარი შეადგინა

არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2015 წლის ბოლოსთვის 50,1 მილიარდი ლარი შეადგინა , - სტატისტიკის ეროვნული სამსახური არაფინანსური კორპორაციების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, (2015 წლის გამოკვლევის ძირითადი შედეგები) გამოკვლევის შედეგების მიხედვით არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2015 წლის ბოლოსთვის 50,1 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 4,0 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით.

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 11,1 მილიარდი ლარია.

არაფინანსური კორპორაციების ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 2015 წლის ბოლოსათვის 1,8 მილიარდი ლარი შეადგინა. 2015 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 1,6 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 47,4. 2015 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 31,2 მილიარდ ლარს გაუტოლდა (აქედან მოკლევადიანი ვალდებულებებები შეადგენდა 8,1 მილიარდ ლარს).

საქსტატის ცნობით, მთლიანი ვალდებულებებიდან 7,3 მილიარდი ლარი წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით. მთლიანი ვალიდან არარეზიდენტების მიმართ 2015 წლის ბოლოსათვის არსებულმა ვალმა (საგარეო ვალი) 6,3 მილიარდი ლარი შეადგინა.

ფინანსური წარმოებულების ღირებულება 109,0 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2015 წლის ბოლოსათვის 18,9 მილიარდი ლარი შეადგინა:

არაფინანსური კორპორაციების მიერ 2015 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 1,3 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო შემოსავლებმა 3,8 მილიარდი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ვალის მომსახურებას, 2015 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 6,0 მილიარდი ლარი შეადგინა, აქედან ვალის მომსახურებამ მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით 827,7 მილიონი ლარი, ვალის მომსახურებამ ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 81,1 მილიონი ლარი, ხოლო ვალის მომსახურებამ სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 599,1 მილიონი ლარი.