პრობლემები, რომლებიც დასუფთავებისა და სანიტარული მომსახურების სფეროს მომწოდებლებს აქვთ

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას განაგრძობს. ამჯერად სააგენტოს ხელმძღვანელი დასუფთავებისა და სანიტარული მომსახურების სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა სახელმწიფო შესყიდვებში არსებული ხარვეზებისა და სხვა პრობლემური საკითხების შესახებ ისაუბრეს.

სახელმწიფო შესყიდვების წარმომადგენლებს ბიზნესსექტორთან მორიგი შეხვედრა 26 ოქტომბერს აქვთ ჩანიშნული.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე