დავით ნარმანია - „თბილისობის“ დღესასწაულის გამართვა 1 მილიონ ლარზე ოდნავ მეტი ჯდება

„თბილისობის“ დღესასწაულის გამართვა 1 მილიონ ლარზე ოდნავ მეტი ჯდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

ნარმიანის თქმით, დაზუსტებულ ციფრებს მერია ყველა ღონისძიების დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.

„თბილისობის“ გამართვა როგორც წესი, 1 მილიონი ლარი ჯდება, ოდნავ მეტი - ასეთია წლევანდელი ბიუჯეტიც. დაზუსტებულ ციფრებს ჩვენ ყველა ღონისძიების დასრულების შემდეგ გამოვაქვეყნებთ“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში დავით ნარმანიამ.

დედაქალაქი „თბილისობა 2016“-ს აღნიშნავს. დღესასწაულის ფარგლებში თბილისში კულტურული და სპორტული, საბავშვო გასართობი ღონისძიებები და კულინარიული გამოფენა-გაყიდვები იმართება. წელს ღონისძიებების ეპიცენტრი რიყე, ახალი ტფილისი და ლეღვთახევია.