რუსეთი „ზემო ლარსის“ საკონტროლო გამშვები პუნქტის გაფართოების საკითხზე მსჯელობს

რუსეთი „ზემო ლარსის“ საკონტროლო გამშვები პუნქტის გაფართოების საკითხზე მსჯელობს , -ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა მაკსიმ სოკოლოვმა, რუსულ-სომხურ რეგიონთაშორის ფორუმზე განაცხადა.

„ერთადერთ გამშვებ პუნქტზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით აკავშირებს სომხეთსა და რუსეთს, მიმდინარეობს ღონისძიებები, რომელიც მიმართულია საავტომობილო გადაზიდვების შემდგომ გამარტივებისკენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბიზნესისთვის. განიხილება აღნიშნული პუნქტის გაფართოების საკითხი“, - განაცხადა სოკოლოვმა.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ამჟამად ზემო ლარსზე 5 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოქმედებს.