ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე იმსჯელებენ

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები მიმდინარე კვირას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, სანქციების შესაძლო დაწესება უკავშირდება რუსეთის ქმედებებს სირიის ქალაქ ალეპოში.

როგორც მოსალოდნელია, ახალი სანქციების საკითხზე მსჯელობა 17 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაიმართება.

ევროპელი დიპლომატები The Wall Street Journal-თან საუბარში აცხადებენ, რომ შემზღუდავი ზომები, სავარაუდოდ, რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ დაწესდება.