2015 წელს საქართველო 3 400-მა ადამიანმა დატოვა

2015 წელს საქართველოში გარე მიგრაციის უარყოფითი სალდო დაფიქსირდა და 3,4 ათასი კაცი შეადგინა, რაც საქართველოდან წასულ 3 400 ადამიანს უდრის.

„საქსტატის“ მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2014 წლის უარყოფითი სალდოს მონაცემზე (6.5 ათასი კაცი) 3.1 ათასი კაცით ნაკლებია. თუმცა საქართველოში გარე მიგრაციის დადებითი სალდო 2009 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. 2009 წელს დადებითი სალდო 34.2 ათასი კაცი იყო.

გარე მიგრაციის დადებითი სალდო 2011 წლამდე ნარჩუნდებოდა, თუმცა 2012 წელს საქართველოში გარე მიგრაციის უარყოფითი სალდო დაფიქსირდა და ქვეყანა 21 500-მა ადამიანმა დატოვა. „საქსტატის“ ცნობით, გარე მიგრაციის უარყოფითმა სალდომ 2013 წელს 2.6 ათასი კაცი და 2014 წელს კი 6.5 ათასი კაცი შეადგინა.

უწყების მონაცემებით, ბოლო 25 წლის მანძილზე, საქართველოში უარყოფითი სალდოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1995 წელს დაფიქსრიდა და 127.0 ათასი კაცი შეადგინა, დადებითი სალდოს პირველი და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 2005 წელს დაფიქსირდა და 76.3 ათასი კაცი შეადგინა.