თურქეთის 19 პროვინციაში მარიხუანას მოყვანა ლეგალურად დაუშვეს

თურქეთის 19 პროვინციაში ფერმერებს მარიხუანას მოყვანას უფლება მიეცათ.

თურქეთის კვებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო.

სამინისტროს განმარტებით, კანაფის მოყვანის უფლება ფერმერებს მხოლოდ სამედიცინო და სამეცნიერო მიზნებისთვის ექნებათ.

ამასთან ერთად, ლიცენზიის გამცემი სამინისტრო უფლებას იტოვებს შეამციროს ან გაზარდოს იმ მიწების რაოდენობა, რომელიც მარიხუანას მოყვანისთვის გამოეყოფათ ფერმერებს.

თურქული გამოცემა The Hurriyet-ის ინფორმაციით, ახალი რეგულაციებით, მთავრობა კანაფის მოყვანის უფლებას მხოლოდ 3-წლიან პერიოდში რთავს.

თურქეთში მარიხუანას მოხმარება კანონით აკრძალულია. არალეგალური ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას მოხმარება, ყიდვა და გასაღება ორ წლამდე პატიმრობით ისჯება. გაყიდვა კი 10 წლამდე პატიმრობით.

კანაფის გამოყენება სამედიცინო მიზნებისთვის ისრაელში, კანადასა და აშშ-ის 23 შტატშია ლეგალიზებული. 2012 წელს კი კოლორადო და ვაშინგტონი გახდნენ პირველი შტატები, სადაც რეკრეაციული მარიხუანას ლეგალიზება მოხდა.