PepsiCo უალკოჰოლო სასმელებში შაქრის დოზას შეამცირებს

კომპანია PepsiCo უალკოჰოლო სასმელებში შაქრის დოზას შეამცირებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გლობალური ინიციატივის ფარგლებში მიიღეს, რომელიც მიმართულია სოციალური და ეკოლოგიური სახის პრობლემების მოგვარებისკენ.

PepsiCo-ში აცხადებენ, რომ 2025 წლისთვის კომპანიის წარმოებული სასმელების 2/3-ს ექნება 10 კალორია ან ნაკლები.

აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება მზარდ ზეწოლას PepsiCo-სა და მის მთავარ მეტოქე Coca-Cola-ზე, რომლებსაც დიაბეტისა და ჭარბი წონის გავრცელების ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.

მიმდინარე თვეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ტკბილ სასმელებზე გადასახადების დაწესების ინიციატივთ გამოვიდა, რასაც მწარმოებელი კომპანიები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.