თუშეთში უამინდობის გამო ჩაკეტილი გზა რამდენიმე დღეში გაიხსნება

თუშეთში უამინდობის გამო ჩაკეტილი გზა რამდენიმე დღეში გაიხსნება. როგორც თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ განაცხადა, სოფელ ომალოში თოვლის საფარი 15 სანტიმეტრს აღწევს, აბანოს უღელტეხილზე კი 60 სანტიმეტრია.

„გზის გაწმენდითი სამუშაოები დილის 6 საათიდან მიმდინარეობს. თუ ნალექის ინტენსივობა არ მოიმატებს, გზა სავარაუდოდ დღეს გაიხსნება. ამჟამად თუშეთში რამდენიმე საოჯახო სასტუმროს მეპატრონე და სხვა ადგილობრივი მცხოვრებლები იმყოფებიან, ამ დროისთვის სპეციალური საჰაერო რეისის დანიშვნა საჭირო არ არის, რადგან გზა რამდენიმე დღეში აუცილებლად გაიხსნება. იქ დარჩენილია ავტომობილები და ცხვარი. ამიტომ ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ პრობლემის მოსაგვარებლად“, - განაცხადა კახოიძემ.