ბელგიელმა მეეზოვემ ლატარეაში 180 მილიონი ევრო მოიგო

45 წლის ბელგიელმა მეეზოვემ ბელგიის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა - 168 მილიონი ევრო მოიგო ლატარეაში EuroMillions.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცის ვინაობას ლატარეის კომპანია არ ასაჯაროებს, თუმცა ცნობილია, რომ ის კომპანია "ბრიუსელს ფროფერტიში" მეეზოვედ მუშაობდა. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ლატარეაში მოგებული თანხის შემდეგ, მამაკაცი სამსახურში აღარ გამოჩენილა.

თანამშრომლები ასევე აღნიშნავენ, რომ ჯეკპოტის მოგებამდე მამაკაცი ლატარეას 10 წლის განმავლობაში თამაშობდა.