გაპრეზიდენტების შემთხვევაში, აშშ-ის დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი ვიცე-პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებად Apple-ის გენერალურ დირექტორს ტიმ კუკსა და Microsoft-ის დამფუძნებელს ბილ გეითსს განიხილავდა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ WikiLeaks-ის მიერ „დემოკრატების“ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის ჯონ პოდესას მიმოწერის გავრცელების შედეგად გახდა ცნობილი.
მარტში გაგზავნილი ჩამონათვალი, რომელშიც ეს ორი ადამიანია მოხსენიებული, ვიცე-პრეზიდენტობის სულ 39 სავარაუდო კანდიდატს მოიცავს. კუკისა და გეითსის გარდა, სიაში ნახსენებია ასევე ბილ გეითსის მეუღლე მელინდა გეითსი, Starbucks-ის გენერალური დირექტორი ჰოვარდ შულცი, Coca-Cola-ს გენერალური დირექტორი მუჰტარ კენტი, GM-ის გენერალური დირექტორი მერი ბარა, Bloomberg-ის დამფუძნებელი მაიკლ ბლუმბერგი და Xerox-ის მმართველი ურსულა ბერნსი. ბიზნესმენების გარდა, ჩამონათვალში ასევე იყვნენ სენატორი ბერნი სანდერსი და სენატორი ელიზაბეთ უორენი.
WikiLeaks-მა პოდესტრას მიმოწერების მეათე ნაწილი გამოაქვეყნა. მათი თქმით, ხელთ აქვთ ასევე კლინტონის საარჩევნო კამპანიში მოქმედი პირების 50 ათასამდე წერილი.
კოკა კვირკველია