Tesla-ს ყველა ახალი ელექტრომობილი თვითმავალი იქნება

Tesla-ს დამფუძნებლის ილონ მასკის განცხადებით, კომპანიის ყველა მოდელი - Model S Model X და Model 3 თვითმავალი იქნება.

მისი თქმით, ელექტრომობილები აღიჭურვება ახალი მოწყობილობით, რომელიც ავტომობილის გადაადგილებას ბევრად უფრო უსაფრთხოს გახდის, ვიდრე მძღოლის მართვის შემთხვევაში.

სრულიად ახალი ფუნქციის წყალობით, ავტომობილები უფრო მეტად ავტონომიური გახდება და მოძრაობის პროცესში მძღოლის ჩართვის საჭიროება აღარ იქნება. ავტომობილი აღჭურვილი იქნება 8 კამერით, რომელიც პერიმეტრის აღქმას 360 გრადუსით მოახდენს, ხოლო სიმღლის აღქმას 250 მეტრზე. თორმეტი ულტრაბგერითი სენსორი კი ამოიცნობს მყარ და რბილს ობიექტებს ორჯერ უფრო შორ მანძილზე, ვიდრე დღეს მოქმედი სისტემები. ავტომობილის კომპიუტერული სისტემა გამოიყენებს სპეციალიზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას და „ტესლას“ ნეირო ქსელს.

ილონ მასკის განცხადებით, აღნიშნული სისტემა ბევრად უფრო დახვეწილია, ვიდრე ამჟამად მოქმედი „ავტოპილოტი“.

„ახალი მოწყობილობა განკუთვნილია მხოლოდ მომავალი ახალი ავტომობილებისთვის და არა უკვე გამოსული მოდელებისთვის“, - აღნიშნა მასკმა.

ავტონომიური სისტემის ოპცია ავტომობილის ღირებულებას 8 ათასი დოლარით გაზრდის. მოქმედი ავტოპილოტის ფასი კი 3 ათასი დოლარია.

კოკა კვირკველია