საფეხმავლო ბილიკები მოინიშნება

საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეგლამენტი სალაშქრო ტურიზმის სფეროში მოწინავე ქვეყნების - შვეიცარიის, საფრანგეთისა და პოლონეთის გამოცდილებას ეფუძნება და სტანდარტებს ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, რეგლამენტი ასევე ევროპის სალაშქრო ფედერაციის მიერ დადგენილ, საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის ზოგად საფუძვლებს შეესაბამება.

”საქართველოსადმი სულ უფრო მზარდი ტურისტული ინტერესის გამო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის საფეხმავლო მარშრუტების დაპროექტება და მონიშვნა მოხდეს გეგმაზომიერად, საერთაშორისო გამოცდილებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, რათა განვითარდეს ლაშქრობის კულტურა და შეიქმნას საფეხმავლო მარშრუტების ერთიანი ქსელი”, - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.