iTechnic-ი ,,აიპლიუსის“ წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებების გამოქვეყნებას აანონსებს

კომპანია iTechnic-ი შპს ,,აიპლიუსის“ წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებების გამოქვეყნებას აანონსებს.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" კომპანია iTechnic-იდან აცნობეს, თემასთან დაკავშირებით ხვალ, 21 ოქტომბერს კომპანიის წარმომადგენლები სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავენ.

„პრესკონფერენციაზე საუბარი იქნება დაყადაღებულ ანგარიშებზე, iTechnic-ის ზიანზე, რომელმაც შეადგინა 1 600 000 ლარი, ასევე სასამართლოსა და კონკურენციის სააგენტოში მიმდინარე უპრეცენდენტო საქმეზე. წარმოდგენილი იქნება კონკრეტული მტკიცებულებები“, - აცხადებენ კომპანიაში.