რუსეთში ღვინოსა და თამბაქოზე აქციზის ფასს აღარ გაზრდიან

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ღვინოსა და თამბაქოს პროდუქციაზე აქციზების გაზრდის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

შესაბამისი კანონპროექტი რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა, თუმცა, როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროში აცხადებენ, ასეთი ცვლილება იქნება სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ სახელმწიფო მეღვინეობის დარგში პრიორიტეტებს ცვლის.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, ღვინოზე აქციზის გაზრდა 1 ლიტრზე 9-დან 18 რუბლამდე იგეგმებოდა. ანალოგიური შემოთავაზება უწყების მხრიდან იყო თამბაქოს პროდუქციაზეც, სადაც აქციზის ფასის გაორმაგება იგეგმებოდა.