სოფელ რუისთან მდებარე "აგრარული ბაზრობის პავილიონების კომპლექსს” ფონდი ”ქართუ” ქარელის მუნიციპალიტეტს გადასცემს

სოფელ რუისთან მდებარე "აგრარული ბაზრობის პავილიონების კომპლექსს” ფონდი ”ქართუ” ქარელის მუნიციპალიტეტს გადასცემს.

ფონდ ”ქართუს” პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ რუისთან დღეს ოფიციალურად გახსნება "აგრარული ბაზრობის პავილიონების კომპლექსი" - "ფონდი ქართუს" მორიგი საჩუქარი სახელმწიფოს.

”აგრარული პავილიონები აშენდა ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალის გასწვრივ, სოფლის პროდუქტით მოვაჭრე გლეხებისთვის უსაფრთხო და კომფორტული პირობების შექმნისთვის. კომპლექსს "ფონდი ქართუ" ქარელის მუნიციპალიტეტს გადასცემს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.