რა სახის უსაფრთხოების წესებს უნდა იცავდეს კომპანია და მის მიერ დაქირავებული მუშა?

მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დაღვევის გამო მუშათა სიკვდილიანობის ფაქტები საკმაოდ მომრავლდა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარე მშენებლობებზე ორი მუშაობა დაიღუპა.

19 ოქტომბერს ჯიქიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე სიმაღლიდან გადმოვარდნის შემდეგ 26 წლის მუშა გარდაიცვალა. 20 ოქტომბერს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას.

დღეს დილით ერთ-ერთ მშენებლობაზე მომუშავე მუშას დენმა დაარტყა. თუმცა, საბედნიეროდ მუშა მეხანძრე-მაშველის წყალობით გადარჩა, რომელმაც დენის მრიცხველიდან გათიშვა დროულად მოასწრო.

2016 წლის არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სამუშაო ადგილზე 10 ადამიანი დაიღუპა. პროფკავშირების მონაცემებით, 2007–2015 წლებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, 356 ადამიანი გარდაიცვალა, 643 კი დაშავდა.

სტატისტიკური მონაცემებით, უბედურ შემთხვევათა 5% სახიფათო პირობებით არის გამოწვეული, 95% კი სახიფათო ქმედებით. მუშა, რომელიც არ იცავს უსაფრთხოების ნორმებს, სხვაზე ხშირად ხდება უბედური შემთხვევის მსხვერპლი. უსაფრთხო მუშაობა გულისხმობს, რომ მუშა კარგად უნდა იცნობდეს პირად აღჭურვილობას და იარაღებს და იცოდეს მათი სწორად გამოყენება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი უნდა ფიქრობდეს უსაფრთხოებაზე.

უსაფრთხოების წესების ცოდნის გასაღრმავებლად რამდენიმე მარტივი მეთოდი არსებობს: ტესტირება, უსაფრთხოების ზომებზე საუბარი სამუშაოს დაწყებამდე, კომპანიის მიერ საკუთარი შიდა უსაფრთხოების წესების შემუშავება, სამუშაოს დაწყებამდე მუშებისთვის წესების გაცნობა და მათი გადამოწმება მუშაობის პროცესში.

კვლევები გვიჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზებია:

1. შორტისა და სპორტული ფეხსაცმლის ტარება;

2. დამცავი ნიღბის არგამოყენება შენობის ნგრევისას;

3. დამცავი ჩაფხუტის არგამოყენება კონსტრუქციის აწყობა-დაშლისას;

4. დამცავი სათვალის და ჩაფხუტის არგამოყენება;

5. ელქტრო რკინის მჭრელზე დამცავის მოხსნა და მის გარეშე მუშაობა.

ხარაჩოზე მუშაობის უსაფრთხოების დარღვევა;

6. შედუღების დროს ნიღბის არგამოყენება