თბილისში სამი ახალი ავიაკომპანია შემოდის

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნოემბერში სამი ახალი ავიაკომპანია - Turkmenistan Airlines, Pobeda და Dart დაიწყებს ოპერირებას , - ამის შესახებ თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანიის “ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძემ განაცხადა.

როგორც თეა ზაქარაძემ აღნიშნა, გადაყვანილი მგზავრების 90%-ზე მეტი სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის.

„ნოემბერში სამი ახალი ავიაკომპანია იწყებს რეისების შესრულებას. აქედან აღსანიშნავია Pobeda როსტოვის მიმართულებით, რადგან არის დაბალტარიფიანი. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც დაბალტარიფიანი კომპანია იწყებს ოპერირებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ასევე აღსანიშნავი მიმართულებაა თურქმენეთი, რადგან ახალია და დღემდე არ ყოფილა. გარდა ამ სამისა, ასევე გვაქვს მოლაპარაკებები სხვა ავიაკომპანიებთან“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ, თუმცა მან დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.